|
2016-11-14 16:33:30, 1117 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მანანა კობახიძე: მე-9 მოწვევის პარლამენტში რაიმე თანამდებობის დაკავებას არ ვაპირებ
„მე-9 მოწვევის პარლამენტში, ჩემი პირადი გადაწყვეტილებით, არ ვაპირებ - დავიკავო რაიმე თანამდებობა. აქვე, ვადასტურებ, რომ უშუალოდ პარტიის თავმჯდომარის მხრიდან ნამდვილად იყო შემოთავაზება ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც კობახიძე აცხადებს, გარკვეული მოსაზრებების გამო, მან ადამიანის უფლებათა და კომიტეტის თავმჯდომარეობაზე უარი თქვა. „ბოლო დღეებია არ ცხრება ჟურნალისტების ინტერესი ჩემს საპარლამენტო თანამდებობასთან დაკავშირებით, ბევრი დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაციაც გაავრცელეს. ვინაიდან, შესაძლოა, საზოგადოებასაც ქონდეს გარკვეული კითხვები, საჭიროდ ჩავთვალე, გაუწყოთ, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტში ჩემი პირადი გადაწყვეტილებით არ ვაპირებ - დავიკავო რაიმე თანამდებობა, აქვე, ვადასტურებ, რომ გუნდის მხრიდან, უშუალოდ პარტიის თავმჯდომარის მხრიდან ნამდვილად იყო შემოთავაზება ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე, რაც რა თქმა უნდა, ჩემს მიმართ გამოხატული მაღალი ნდობაა და ამისთვის, მხოლოდ მადლობა შემიძლია გადავუხადო თანაგუნდელებს და პირადად პრემიერს! თუმცა, გარკვეული მოსაზრებების გამო, მე უარი ვთქვი აღნიშნულ შემოთავაზებაზე. მე ადამიანის უფლებებს ვიცავდი წლების განმავლობაში, პარლამენტის წევრად არჩევამდეც, ვიცავ ახლაც დეპუტატის პოზიციიდან და გავაგრძელებ, მაშინაც კი, როცა ამოვწურავ სადეპუტატო უფლებამოსილებას. ეს ჩემი პროფესიაა, ჩემი საქმეა, რომლის კეთებასაც, ვფიქრობ, კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების გარეშეც წარმატებით შევძლებ. ჩვენთვის არასდროს ყოფილა მთავარი რაიმე თანამდებობა, ჩვენ გავერთიანდით უმთავრესი მიზნისთვის- დაგვემარცხებინა უსამართლობა და გვეზრუნა ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე, სწორედ თითოეული თქვენთაგანის ძალისხმევით და საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერით, კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა ვისარგებლოთ ყველაზე ფართო, საპასუხისმგებლო და საპატიო მანდატით, რასაც საქართველოს პარლამენტის წევრობა ჰქვია! სწორედ ამიტომ, ყოველგვარი დამატებითი რეგალიების გარეშეც შევძლებ აქტიურად გავაგრძელო პოლიტიკური საქმიანობა და მუშაობა ჩვენი მოქალაქეების პრობლემების გადასაჭრელად, რაც შეეხება ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, დარწმუნებული ვარ უმრავლესობა ღირსეულ და კვალიფიციურ კანდიდატს შეარჩევს, რომელსაც ექნება ჩემი ხმაც და მხარდაჭერაც, ისევე, როგორც ყველა დასახელებულ კანდიდატს. მე დღეისათვის, კვლავ ვრჩები ჩემს გუნდში, პარტიაში და პოლიტსაბჭოშიც და ვემზადები ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომისთვის!“, - წერს მანანა კობახიძე.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)