|
2016-11-14 12:17:23, 745 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროსა და თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი მხარეთა თანამშრომლობას სამინისტროს კოლექტიური შრომითი დავების მედიატორთა თანაშემწეებად სტუდენტების მომზადების, თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში გამოცდილების გაზიარების, შრომითი მედიაციის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობისა და იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაფუძნებული - მედიაციის სასერტიფიკატო კლინიკის ეფექტიანი ფუნქციონირების წარმართვის მიმართულებით ითვალისწინებს. „იურიდიული მომსახურების სააგენტოებში, საადვოკატო და სანოტარო ბიუროებში, სასამართლოებსა და მედიაციის მომსახურების მიმწოდებელ სახელმწიფო ინსტიტუციებში, მათ შორის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, იზრდება მოთხოვნა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროში დამატებითი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებზე, რაც მედიაციის პროფესიონალიზაციის, პროფესიად ფორმირების მანიშნებელია. კოლექტიური შრომითი დავის მედიაციის სახელმწიფოებრივ სივრცეში ინსტიტუციონალიზაცია დღის წესრიგში აყენებს ახალგაზრდა კადრების მომზადების აუცილებლობას. აღნიშნულ მიზანს მემორანდუმის ფარგლებში დაფუძნებული მედიაციის სასერტიფიკატო კლინიკა მოემსახურება“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. მემორანდუმს ხელი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა - ელზა ჯგერენაიამ და თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა,პროფესორმა - ირაკლი ბურდულმა მოაწერეს.
(NS)
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)