12:06 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-13 16:58:52, 1737 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი ლარის კურსზე: გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება

 „ლარის კურსის ცვლილებები განპირობებულია იმით, რომ იმპორტის რაოდენობა ძალიან გაზრდილია, ქვეყანაში მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილნა ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით განაცხადა.

პრემიერის თქმით,  ლარის გასამყარებლად ეროვნულ ბანკთან ერთად გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იგეგემება.

„რაოდენობრივად გაზრდილია ექსპორტი, თუმცა თანხობრივ მაჩვენებლებში, ვინაიდან საექპორტო ძირითად ბაზრებზე ფასები დაცემულია, ექსპორტი ვერ დაეწია იმპორტს. ამის გამო არის სწორად ის, რაც ხდება. უკვე დაწყებულია იმპორტის კორექტირება და აუცილებლად მოხდება კურსის დასტაბილურება. მომავალი თვეების განმავლობაში ლარი აუცილებლად უნდა გამყარდეს, ყველა ლოგიკით. ასევე, ეროვნულ ბანკთან ერთად გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება, რათა დავეხმაროთ ლარის დასტაბილურებას“,-აღნიშნა პრეემიერმა.

რაც შეეხება ახალ რეგულაციებს, პრემიერმა დასძინა, რომ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის პროცესი, რომელიც ქვეყანაში დადებითი პროცესით არის განპირობებული -  მოხმარება არის გაზრდილი. ექსპორტი ვერ დაეწია მოხმარებას, გამომდინარე იქიდან, რომ საექსპორტო ბაზრებზე ფასები არის დავარდნილი, მაგრამ გაჯანსაღების პროცესი მიდის და ეს პროცესი აუცილებლად შეუქცევადი იქნება",-განაცხადა პრემიერმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics