01:19 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-11 17:21:04, 1624 ნახვა

სამართალი
შსს-მ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ა.ზ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ მდინარე მტკვარში მეთევზემ ცხედარი შენიშნა. სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადნენ. მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო და შესაბამისი ექსპერტიზები დაინიშნა.

გამოძიების მიმდინარეობისას, პოლიციამ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მკვლელობის ფაქტს. კერძოდ, 1987 წელს დაბადებულმა ა.ზ.-მ რუსთავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1994 წელს დაბადებულ გ.ძ.-ს თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის დაფარვის მიზნით, იგი მდინარე მტკვარში ჩააგდო და მიიმალა.

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი მომხდარიდან მეორე დღეს, რუსთავში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics