05:14 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-11 16:34:48, 916 ნახვა

პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე გუბაზ სანიკიძესთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს

მე გიდასტურებთ, რომ გუბაზ სანიკიძესთან თანამშრომლობა და კონსულტაციები ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "მოამბეს"ეთერში განაცხადა. 

როგორც ბურძანაძემ აღნიშნა, კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა გადაწყვეტილება თავად გუბაზ სანიკიძემ უნდა მიიღოს

„მე გიდასტურებთ, რომ გუბაზ სანიკიძესთან თანამშრომლობა და კონსულტაციები ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა. გადაწყვეტილება თავად გუბაზ სანიკიძემ უნდა მიიღოს, რა ფორმით და ვისთან ითანამშრომლებს. ასე რომ ყველაფერს თავის დროზე შეიტყობთ“, - განუცხადა ნინო ბურჯანაძემ „მოამბეს“.

მისივე განმარტებით, რა სამომავლო გეგმები აქვს გუბაზ სანიკიძეს ამაზე თავად ისაუბრებს.

„ჩვენ გვაქვს ერთიანი ხედვა დღევანდელი პრობლემების თაობაზე, ასევე სამომავლო განვითარების თაობაზე და რა ფორმას მიიღებს ეს  თანამშრომლობა ამაზე თავად გუბაზ სანიკიძე გიპასუხებთ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუბაზ სანიკიძემ "ეროვნული ფორუმი" დატოვა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics