01:54 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-11 14:40:35, 640 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს მაშველებმა საერთაშორისო საველე-საშტაბო სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა მონტენეგროში, ქალაქ პოდგორიცაში, კატასტროფებზე რეაგირებისა და კატასტროფების შედეგების მართვის საერთაშორისო საველე-საშტაბო სწავლებაში - CRNA GORA-2016 მონაწილეობა მიიღეს.

შსს-ს ინფორმაციით,  ტრენინგი ნატო-ს კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრისა (EADRCC) და მონტენეგროს სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.

უწყების ინფორმაციითმ პრაქტიკულ ვარჯიშში საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამაშველო დანაყოფის 12 თანამშრომელი მონაწილეობდა.

 ისინი 2 ქვეჯგუფად იყვნენ დაყოფილი: ქიმიური, რადიოლოგიური და ბირთვული კატასტროფების შედეგებზე რეაგირების დეკონტემინაციის და წყალზე სამაშველო ოპერაციების ჯგუფებად.

სწავლების მიზანი იყო ფარტომასშტაბიანი კატასტროფების დროს ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობების, ასევე, საერთაშორისო სამაშველო დანაყოფების კოორდინირებული რეაგირების უნარების გამოვლენა და სამაშველო ოპერაციების გამოცდილების გაზიარება.

სწავლებაში 30-მდე ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმოდგენლები მონაწილეობდნენ.

ტრენინგის ორგანიზატორებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს სამაშველო ჯგუფის მიერ მაღალ დონეზე შესრულებული სამაშველო ოპერაციები.

კურსის დასრულების შემდეგ სწავლების მონაწილეებს სპეციალური სერთიფიკატები გადაეცათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics