|
2016-11-11 11:03:52, 1813 ნახვა
სამართალი
თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, რუსთავის N16 სასჯელაღსრულების დაწესებულების ინსპექტორი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. სუს-ის ინოფრმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციალური სისტემის რუსთავის N16-ე დაწესებულების ინსპექტორი ნათელა ჯინჭარაძე დააკავეს. "გამოძიებამ დაადგინა, რომ ნათელა ჯინჭარაძე მოქალაქეს თავისი ახლობლის, რუსთავის N17-ე დაწესებულებაში მყოფი პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და გამოართვა 7000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე)", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)