23:48 - 22 Jul, 2026
|
2016-11-10 14:04:54, 1997 ნახვა
ეკონომიკა რეგიონი
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, მგზავრთა ნაკადი 52.5%-ით გაიზარდა
TAV Georgia-ს მფლობელობაში არსებულ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, 2016 წლის სექტემბრის თვეში (წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით) მგზავრთა ნაკადი 52.5%-ით გაიზარდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ TAV Georgia-დან აცნობეს, აღნიშნულ პერიოდში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 51654 მგზავრს მოემსახურა. „არსებული მაჩვენებლით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ევროპის იმ აეროპორტებს შორის მოხვდა, რომელთა წლიური მგზავრთა ნაკადი 5 მილიონს არ აღემატება. ევროპის 234 აეროპორტის მგზავრთა ნაკადის ზრდის პროცენტული მონაცემები, ევროპის საერთაშორისო აეროპორტების საბჭომ გამოაქვეყნა“, - ნათქვამია TAV Georgia-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)