|
2016-11-10 13:34:01, 2080 ნახვა
მსოფლიო
პენტაგონმა აღიარა, რომ ერაყსა და სირიაში აშშ-ის ავიადარტყმებს 64 ადამიანი ემსხვერპლა
პენტაგონმა აღიარა, რომ ერაყსა და სირიაში აშშ-ის ავიადარტყმებს 2015 წლის 20 ნოემბრიდან 2016 წლის 10 სექტემბრიდან 64 მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლაб - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორვ პოლკოვნიკმა ჯონ ტომასმა აღნიშნა, სამოქალაქო პირები დაიღუპნენ იმის მიუხედავად, რომ მიღებული იყო ყველანაირი უსაფრთხოების ზომები, ავიადარტყმები კი სამხედრო მდგომარეობის კანონების შესაბამისად ხორციელდებოდა. პენტაგონი აქვეყნებს მონაცემებს 24 ავიადარტყმის შესახებ, რომლებსაც მშვიდობიანი მცხოვრებლები ემსხვერპლნენ. აშშ-ის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სულ აშშ-ის იერიშებს სირიასა და ერაყში 2014 წლიდან სულ 119 მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა. აშშ-ის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, აშშ-მა “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ სირიასა და ერაყში სულ 12 ათასზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)