|
2016-11-10 10:35:37, 639 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო პროგრამების „დანერგე მომავალი“ და „ქართული ჩაი“ ბენეფიციარები GLOBAL GAP სტანდარტის დანერგვას შეძლებენ
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID/REAP (საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი) შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სახელმწიფო პროგრამების - „დანერგე მომავალი“ და „ქართული ჩაი“ ბენეფიციარებს ტექნიკური დახმარების სფეროში სემინარები უტარდებათ. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სასწავლო კურსის მონაწილეები ინფორმაციას პირველადი აგროწარმოების სტანდარტის „GLOBAL GAP“ შესახებ იღებენ, რომელიც შემდეგ საკითხებს მოიცავს: ნიადაგის მოსამზადებელი სამუშაოები, ბაღის მოვლა/მორწყვა, შეწამვლა, მავნებლებთან ბრძოლა, სასუქის შეტანის ტექნოლოგია, პერსონალის უსაფრთხოების წესები, მოსავალის აღება, დასაწყობების და დაფასოების წესები. მათივე ინფორმაციით, პირველი სემინარის, რომელიც გორში ტარდება, მიმდინარეობას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ნასარიძე და USAID/REAP-ის ბიზნეს განვითარების მენეჯერიირინე სალუქვაძე ადგილზე გაეცნენ. სემინარიUSAID/REAP-ის ფინანსური დახმარებით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერაა ორგანიზებული. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კიდევ 6 აღნიშნული ტიპის სემინარის ჩატარებაა დაგეგმილი. სემინარის დასრულების შემდეგ, ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ საერთაშორისო სტანდარტი „GLOBAL GAP“ დანერგონდა შესაბამისი სერთიფიკატიმიიღონ. USAID/REAP სასერტიფიკატო პროგრამის დანერგვის მომსახურების ჯამური ღირებულების 50%-ს დააფინანსებს, ხოლო დარჩენილ 50%-ის გადახდა ბენეფიციარების მიერ მოხდება. სახელმწიფო პროგრამები „დანერგე მომავალი“ და „ქართული ჩაი“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ხორციელდება.„ერთიანი აგროპროექტი“ მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. (NS)
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)