|
2016-11-09 16:09:15, 690 ნახვა
საზოგადოება
საუდის არაბეთში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა
საუდის არაბეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ სამეფოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის „Olaya Real Estate"-ის სათაო ოფისში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია გამართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიმდინარეობისას დამსწრე საზოგადოებას საქართველოს შესახებ სხვადასხვა საინფორმაციო მასალა მიეწოდა, ასევე ნაჩვენები იქნა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებული საპრეზენტაციო ვიდეოები კლიპები. მათივე ინფორმაციით, პრეზენტაციის დასრულების შემდგომ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დისკუსიაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ საინვესტიციო პროექტებს (ტურიზმს, უძრავ ქონებას) და ქვეყნებს შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სამომავლო ასპექტებს. საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ გამართულ პრეზენტაციას საუდის არაბეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)