|
2016-11-08 18:33:18, 2216 ნახვა
კომენტარი მსოფლიო
სააკაშვილი: უკრაინას სჭირდება ახალი პოლიტიკურ ელიტა და მის შექმნაში მონაწილეობას აქტიურად მივიღებ
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის უკრაინის განვითარებისათვის ბრძოლას იწყებს და უკრაინელებთან ერთად უკრაინის პოლიტიკური ელიტის შეცვლას გეგმავს. როგორც სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, მას უკრაინაში ადგილობრივების დიდი მხარდაჭერა აქვს. „ჩვენ ბევრ რამეს მივაღწიეთ ოდესაში, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია უკრაინის გადარჩენა, ფეხზე დაყენება. აქ, დაახლოებით, ის არის, რაც საქართველოში იყო 2001 წელს - რეფორმები შეჩერდა, გაიჭედა, კორუფციამ ისევ ყველაფერი მოიცვა და ხალხი იყო და არის უკმაყოფილო. ხალხს უნდა დარაზმვა და წინ წაყვანა. ხალხთან ერთად ჩვენ უნდა შევცვალოთ მთელი უკრაინის პოლიტიკური ელიტა. მე ამაში მივიღებ აქტიურ მონაწილეობას. მე აქ მაქვს ხალხის დიდი მხარდაჭერა. მთელ უკრაინაში ხალხმა დაინახა არა მხოლოდ საქართველოში რაც გავაკეთეთ, არამედ აქაც რისი გაკეთება შევძელით ურთულეს პირობებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გამარჯვებას წინ ვერავინ დაუდგება. უკრაინას სჭირდება ახალი პოლიტიკურ ელიტა და მის შექმნაში უახლოეს თვეებში მე ძალიან აქტიურად მივიღებ მონაწილეობას და ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდნეტმა და ოდესის ოლქის ჯერ მოქმედმა გუბერნატორმა პოსტის დატოვების შესახებ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. აღსანიშნავია, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტი მიხეილ სააკაშვილის ოდესის საოლქო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომის საკითხს ხვალ განიხილავს. მიხეილ სააკაშვილის ოდესის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პოსტს 2015 წლის 30 მაისიდან იკავებდა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)