08:50 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-08 13:33:53, 2217 ნახვა

მსოფლიო
მარტინ შულცი თურქეთის პრეზიდენტს მოუწოდებს ოპოზიციაზე ზეწოლა შეწყვიტოს

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს მოუწოდა, რომ ოპოზიციაზე ზეწოლა შეწყვიტოს და დასავლეთთანაც ურთიერთობებს ნუ გაართულებს, - ამის შესახებ განცხადება შულცმა ქალაქ ბერლინში გამართულ ღონისძიებაზე ″გამომცემელთა ღამე″ გააკეთა.

როგორც შულცმა აღნიშნა, ის თურქეთის ხელისუფლებას არასწორი გზიდან დაბრუნებას და ევროპული დემოკრატიის გასაძლიერებლად დიალოგისკენ მოუწოდებს. 

მარტინ შულცის თქიმთ, ევროპის სურვილია რომ თურქეთთან კარგი ურთიერთობები ჰქონდეს და იმასაც კარგად ხედავს თუ რამდენად დიდი წვლილი შეაქვს თურქეთს ლტოლვილთა კრიზისის აღმოფხვრის საკითხში, მაგრამ ტერორიზმი და კონფლიქტი, ოპონენტების დევნას არ ამართლებს.

″ვინც პრესის თავისუფლებას ძირს გამოუთხრის ის დემოკრატიას მოკლავს. ახლა თურქეთში მიმდინარე მოვლენები მხოლოდ შემაშფოთებელი კი არა, ასევე მიუღებელიც არის″, - განაცხადა მარტინ შულცმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics