01:20 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-08 12:57:13, 1827 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ბრალდებულ მ. მუხიდინოვს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წარსულში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი მამუკა მუხიდინოვი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ჩადენაში სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 21 მაისს, დაახლოებით  20:00  საათზე,  თიანეთის რაიონის სოფელ ჟებოტაში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ, განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევ მამუკა მუხიდინოვს თავისივე საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული უთანხმოების მიზეზით ურთიერთშელაპარაკება ვეფხვია მათურელთან მოუხდა, რა დროსაც მამუკა მუხიდინოვმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ვეფხვია მათურელს სანადირო თოფიდან  თავის არეში ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობის შედეგად ვეფხვია მათურელი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა მამუკა მუხიდინოვი 2016 წლის 22 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არაერთგზის)  წარედგინა.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მამუკა მუხიდინოვი სრულად სცნო დამნაშავედ  წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა  18  წლის ვადით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics