|
2016-11-08 12:55:45, 1042 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროს პროექტის ფარგლებში, „m2“ მზრუნველობამოკლებული შშმ ბავშვებისთვის სახლს ააშენებს
დეველოპერულ კომპანიას „m2 უძრავი ქონება“ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში „m2“ იწყებს საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, მზურნველობამოკლებული ბავშვებისთვის, რომელიც სრულად იქნება მორგებული სწორედ მათ საჭიროებებზე. ამ ეტაპზე საოჯახო სახლის პროექტი დასრულებულია და იანვრიდან დაიწყება მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ, სახლის რემონტსა და კეთილმოწყობას UNICEF-ი უზრუნველყოფს. საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დაცვა“ ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2015 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა, რაშიც აქტიურად მონაწილეობენ გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). „განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებზე ზრუნვა კომპანია „m2“-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „m2“-ის ყველა საცხოვრებელი კომპლექსი სრულადაა ადაპტირებული შშმ პირთათვის. ასევე, ჩვენი კომპანიის ფინანსური მხარდაჭერით ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე 260-მდე პანდუსი მოეწყო. „m2“-ის თითოეული თანამშრომლისთვის საამაყოა წვლილის შეტანა ისეთ საქმეში, როგორიცაა საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა, რადგან ბავშვები კეთილმოწყობილ გარემოში და ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში გაიზრდებიან“,-განაცხადა „m2“-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის თქმით კი, ასეთი ინიციატივები სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობისთვის კარგი პრაქტიკაა. „ეს არის პირველი ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან, ახალი, საოჯახო ტიპის სერვისის შექმნისა მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობებისა და ჯანმრთელობის მქონე ბავშვებისთვის, რომლებიც ახლა ნუცუბიძეზე მდებარე შშმ ბავშვთა სახლში ცხოვრობენ, ანუ ჯერ კიდევ დიდ ინსტიტუციაში არიან. ეს აქტივობა სრულ შესაბამისობაშია ქვეყნის სოციალურ პოლიტიკასთან, რაც ამ ბავშვების დიდი ინსტიტუციებიდან გამოყვანას და საოჯახო პირობებთან მაქსიმალურად დაახლოებული გარემოს შექმნას ითვალისწინებს. ახალი სერვისი ბავშვებს საშუალებას მისცემს, მათ ინდივიდუალურ საჭიროებებე მორგებული სერვისი მიიღონ-როგორც ჯანმრთელობის, ისე ზოგადი განვითარების თვალსაზრისით. ეს მათ განვითარების მეტ შესაძლებლობას მისცემს, ხელს შეუწყობს ბავშვების საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას“,-აღნიშნა მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)