07:19 - 22 Jul, 2026
|
2016-11-08 12:12:22, 2051 ნახვა
მსოფლიო
Reuters/Ipsos: ჰილარი კლინტონის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი 90%-ია
დემოკრატიული პარტიის კანდიდატის ჰილარი კლინტონის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი 90%-ია, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი Ipsos-ის მიერ ჩატარებული კვლევზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, კვლევის შედეგები აშშ-ში არჩევნების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნდა. აღნიშნული გამოკითხვის თანახმად, რეიტინგის მიხედვით ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს 3%-ით უსწრებს. ყოფილ სახელმწიფო მდივანს გამოკითხულთა 45% უჭერს მხარს, ამერიკელ მილიარდერს კი - 42%. ამასთან, კლინტონს ამომრჩეველთა კოლეგიაში სავარაუდოდ 303 ხმა აქვს, დონალდ ტრამპს კი - 235. არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭიროა ამომრჩეველთა კოლეგიის 270 ხმა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)