|
2016-11-07 13:05:44, 1142 ნახვა
პოლიტიკა რეგიონი
ხარაგაულის საკრებულოს "რესპუბლიკელი" თავმჯდომარე ინგა მაღრაძე თანამდებობიდან გადააყენეს
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძეს უფლებამოსილება შეუწყდა. დღევანდელ სხდომას საკრებულოს 35 წევრიდან 31 ესწრებოდა. აქედან კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ორი ბიულეტენი გაბათილდა. საბოლოოდ კი საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 22 წევრმა დაუჭირა მხარი. ცნობისთვის, საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის მოთხოვნით საკრებულოს სხდომა ხარაგაულში 1 აგვისტოსაც გაიმართა, თუმცა მაშინ კენჭისყრაში საკრებულოს 31-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა, მათგან 17 თავმჯდომარის გადაყენების მომხრე იყო, 10 მოწინააღმდეგე, 4 ბიულეტენი კი გაბათილდა. ინგა მაღრაძის გადაყენებისათვის საჭირო 18 ხმა იყო, რაც თავმჯდომარის გადაყენების ინიციატორებმა ვერ მოაგროვეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)