|
2016-11-07 11:02:52, 1467 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი ბანკის პერსონალურ მომსახურებას მსოფლიოს საბანკო ანალიტიკოსები საუკეთესოს სტატუსს ანიჭებენ
თიბისი ბანკი ერთადერთი ქართული ბანკია, რომელიც პერსონალური მომსახურების მსოფლიო სტანდარტს აკმაყოფილებს. ეს სტატუსი თიბისი ბანკის პირად მომსახურებას მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალებმა „The Banker'' და „Professional Wealth Management" (PWM) მიანიჭეს. სამი წელია, რაც საქართველო, როგორც ქვეყანა ამ ჟურნალების მიერ ორგანიზებულ საბანკო დაჯილდოებას დაემატა და მას შემდეგ საუკეთესო პირადი მომსახურებისათვის თიბისი ბანკი იმარჯვებს. დაჯილდოების ცერემონია ლონდონში გაიმართა და მას 220 ბანკირი ესწრებოდა მსოფლიოს მასშტაბით. სულ რეგიონებისა და ქვეყნების კატეგორიებში 81 ჯილდო გაიცა. წელს ეს უკვე მეორე ჯილდოა თიბისი ბანკისათვის საუკეთესო პერსონალური მომსახურების კატეგორიაში. კიდევ ერთი ავტორიტეტული ფინანსური ჟურნალის, Global Finance-ის ჯილდოც თიბისი ბანკს ერგო, როგორც საუკეთესო პერსონალური მომსახურების მქონე ბანკს საქართველოში. „საამაყოა ასეთი საპატიო ჯილდოს მიღება. ეს არის დასტური იმისა, რომ ჩვენ წლიდან წლამდე წარმატებულად ვაგრძელებთ პერსონალური საბანკო მომსახურების განვითარებას," - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. „თიბისი ბანკს აქვს მომსახურების მრავალფეროვანი მოდელები, როგორც დიზაინის, ისე კონცეფციის მხრივ. ჰყავს საუკეთესო მომსახურე მენეჯერები და ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რომლითაც ის ლიდერია საქართველოს ბაზარზე. ჯილდო თიბისი ბანკმა პერსონალური მომსახურების სფეროში თავისი მრავალმხრივი შესაძლებლობებისა და ბოლო რამდენიმე წლის განმავლოში ბაზარზე წარმატებული გაფართოებისთვის მოიპოვა," - განაცხადა PWM-ის რედაქტორმა, იური ბენდერმა. მსოფლიოს ავტორიტეტული ფინანსური ჟურნალების, „The Banker'', „Professional Wealth Management" (PWM) და "Global Finance" ჯილდო ყოველწლიურია და ის იმ საბანკო სექტორის ლიდერებს გადაეცემათ, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ოპერირებენ. გამარჯვებულებს სპეციალური კომისია რამდენიმე კრიტერიუმზე დაყრდნობით არჩევს. ეს არის ბაზრის კვლევა, ინდუსტრიის ანალიტიკოსების, მმართველებისა და მომხმარებლების შეფასებები. თიბისი ბანკის გარდა, საუკეთესო პერსონალური მომსახურების მქონე ბანკებად დასახელდა ისეთი ავტორიტეტული ბანკები, როგორებიცაა UBS, Citi, JP morgan. BNY Mellon, Société Générale, BNP Paribas, Barclays და ა.შ.
(R)
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)