|
2016-11-04 15:24:52, 1188 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვახტანგ ყოლბაია: ორპალატიან პარლამენტზე მსჯელობა 1995 წლიდან მომდინარეობს
„ორპალატიან პარლამენტზე მსჯელობა 1995 წლიდან მომდინარეობს”, - ამის შესახებ აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა. ყოლბაია კონსტიტუციაში შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით, ძირითადად აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიებიდან დეპუტაციის წარმოდგენისა და საქართველოს პარლამენტში ორპალატიანი სისტემის შექმნის შესახებ პოლიტიკოსების მიერ ბოლო დროს გაკეთებულ კომენტარებს გამოეხმაურა: „ორპალატიან პარლამენტზე მსჯელობა 1995 წლიდან მომდინარეობს. ყოველი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აქტიურდება საუბარი ორპალატიანი პარლამენტის მოდელის შემოღების შესახებ. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის თანახმად კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნისა (ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ) და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირების შემდეგ საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი. პრაქტიკულად ეს გახლავთ გაყინული მუხლი, რომელიც ასახავს რეალობას, რომლის იქით სხვა გზას ვერ ვხედავთ. შეიძლება თუ არა ამ ჩანაწერის უფრო ქმედითი მუხლით ჩანაცვლება, რომელიც შექმნიდა შესაბამის გარემოს ორპალატიანი პარლამენტის ჩამოყალიბებისთვის და გზას გაგვიხსნიდა ახალი მოქმედებისკენ. ვფიქრობ, კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირობებში ეს შესაძლებელია. პასუხი კითხვაზე, თუ რამდენად ვართ მზად დღეს ჩვენ ორპალატიანი მმართველობის შემოღებისთვის? არის თუ არა ჩვენი ქვეყანა მზად ასეთი ფუფუნებისთვის (ორპალატიანი პარლამენტი ძალიან ძვირი უჯდება ქვეყანას). ცნობილია, რომ ერთპალატიან პარლამენტში კანონშემოქმედებითი საქმიანობა უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ორპალატიანში. ქვეყანას, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები აქვს გასტარებელი და ახალი კანონები სწრაფად მისაღები მოსახლეობის ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად, რამდენად წაადგება ქვეყანას. მაგრამ ხელების ჩამოშვებაც არ შეიძლება. სიახლე და წინსვლა საპარლამენტო ცხოვრებაში მისი მმართველობის განსამტკიცებლად აუცილებელია. ვფიქრობ, ეს საკითხები შემდგომი მსჯელობის და აზრთა შეჯერების საკითხია. არჩეული პარლამენტი მალე შეუდგება მუშაობას. ცნობილია ისიც, რომ ჩამოყალიბდება საკონსტიტუციო კომისია, რომელიც ჩვენი კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე იმუშავებს. დარწმუნებული ვარ, მსჯელობა იქნება გახსნილი და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, ვიმუშავებთ ამ საკითხებზე და საკონსტიტუციო კომისიას მივაწვდით წინადადებებს, რომელზეც, ვფიქრობ, ღირს კონსტრუქციული მსჯელობა და კამათი საუკეთესო შედეგის მისაღწევად. დავამატებ იმასაც, რომ თუ კონსტიტუციის მე-4 მუხლი ახალ რედაქციას დაექვემდებარება, აქ ალბათ თანაბრად უნდა იყოს შერწყმული სოხუმისა და ცხინვალის ინტერესებიც. ჩვენი მომავალი ერთობა, რომელზეც გამუდმებით ვლაპარაკობთ, ბუნებრივია, საქართველოს კონსტიტუციაშიც უნდა იყოს ასახული. მაგრამ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
(NS)
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)