23:41 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-04 15:24:23, 1572 ნახვა

სამართალი
სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ქველაძეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ქველაძეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გიორგი ქველაძე დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობის ჩადენაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2016 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით 11:30 საათზე, ქ.თბილისში, ნუცუბიძის ქუჩა N26ა  კორპუსის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გიორგი ქველაძემ განზრახ მოკვლის მიზნით, ირაკლი ღლონტს დანით გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა  და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ირაკლი ღლონტი  მიღებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

სამართალდამცველებმა გიორგი ქველაძე იმავე დღეს, ქ. თბილისში, დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ქველაძე სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ქველაძე  წარსულში გასამართლებულია ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics