|
2016-11-04 15:22:23, 589 ნახვა
საზოგადოება
საქართველოსა და ჩინეთს შორის ადამიანური რესურსების გაცვლის კუთხით თანამშრომლობის დეკლარაციას ხელი მოეწერა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრებს შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ადამიანური რესურსების გაცვლის კუთხით თანამშრომლობის დეკლარაციას მოაწერს ხელი. უწყების ინფორმაციით, დეკლარაციის ფარგლებში, ქართველი სპეციალისტები ჩინელი კოლეგებისგან ჩაის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიას შეისწავლიან. თავის მხრივ ჩინური მხარე საქართველოში ვაზის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიას გაეცნობა. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა. მინისტრის განცხადებით, ორი ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურების ერთობლივი მუშაობის შედეგად, ჩინეთის ბაზარზე მზარდია როგორც ქართული ღვინისა და სასმელი წყლის ცნობადობა, ასევე ექსპორტი. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და ღვინის ეროვნეულ სააგენტოში სამუშაო პროცესს გაეცნენ, ასევე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზა დაათვალიერეს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)