|
2016-11-04 11:43:23, 661 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი პეტრიაშვილი ზვარეში მყოფ პროფკავშირის წევრებს კონფლიქტისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს
პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი სოფელ ზვარეში მყოფ პროფკავშირის წევრებს მოუწოდებს, მაქსიმალურად თავი შეიკავონ კონფლიქტისგან. „მე მესმის, რომ რთული მდგომარეობაა, რომ ამ კრიმინალ დამსაქმებლების მიერ ჩადენილი დანაშაული უნდა იყოს დასჯილი, უნდა იყოს ადეკვატური სასჯელი, ამის მოლოდინში ვართ და ბუნებრივია მუშაობა არ განიხილება მანამ, სანამ ეს კრიმინალები არ დაისჯებიან. მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს რაღაც ფობიებში. საქართველოს არ სჭირდება კონფლიქტი, მით უმეტეს ჩინეთის სახელმწიფო კომპანიასთან“,- განაცხადა პეტრიაშვილმა. შეგახსენებთ, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული რამდენიმე ქართველი მუშა ჩინური კომპანიის „23 ბიუროს“ წარმომადგენლებმა სცემეს. პროფკავშირების ინფორმაციით, შემთხვევა 2 ნოემბერს, გვიან ღამით მოხდა. მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)