2016-11-04 11:37:27, 1441 ნახვა
სამართალი
შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, ჯიხაშკარში უცხოელი დამკვირვებლის ცემის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, სოფელ ჯიხაშკარში უცხოელი დამკვირვებლის ცემის ფაქტზე გუშინ კიდევ ერთი პირი დააკავეს. მისივე განმარტებით, უცხოელმა დამკვირვებელმა, რომელიც საქართველოში არჩევნების მეორე ტურისთვის კვლავ ჩამოვიდა, დაკავებული ამოიცნო.
„პოლიცია მიუკერძოებლად, მტკიცებულებებზე დაყრდნობით მუშაობს“,-განუცხადა მან ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, 8 ოქტომბერს სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში პირთა ჯგუფი 79-ე საარჩევნო უბანზე შეიჭრა. მათ საარჩევნო ყუთი გატეხეს, მინები ჩაამსხვრიეს, ინვენტარი დააზიანეს და დამკვირვებლების კუთვნილი მობილური ტელეფონები გაიტაცეს. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა საერთაშორისო დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან