|
2016-11-03 18:44:28, 866 ნახვა
საზოგადოება
კრწანისში 300 არაგველის ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო
კრწანისში 300 არაგველის ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო. კრწანისის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე მოიკირწყლება ბილიკები, შეიცვლება განათების ქსელი, ბაღს დაემატება ახალი ნარგავები. მათივე ცნობით, მეორე ეტაპზე გალავნის ბურჯების მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია არქეოლოგიური გათხრები და კრწანისის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა საფლავებთან სარიტუალო სივრცის მოწყობა. ცნობისთვის, ბაღი თბილისის ისტორიულ გალავანთან, კრწანისის ბრძოლის ადგილას, გასული საუკუნის 30-იან წლებში გაშენდა, 1959 წელს კი ტერიტორია კეთილმოეწყო, თუმცა დღემდე მისი რეაბილიტაცია არ განხორციელებულა. 2015 წელს, კრწანისის გამგეობის დაფინანსებით, მხოლოდ ისტორიული გალავნის ბურჯებს ჩაუტარდა საკონსერვაციო სამუშაოები. ბაღის სრული რეაბილიტაცია 2017 წელს დასრულდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)