|
2016-11-03 14:56:40, 705 ნახვა
საზოგადოება
სამგორში 220 სხვადასხვა სახეობის ხე - მცენარე დაირგო
სამგორის რაიონში, ჯავახეთის ქუჩაზე 220 ძირი სხვადასხვა სახეობის ხე - მცენარე დაირგო. თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ხეები ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროს ნინო სულხანიშვილთან და სამგორის რაიონის გამგებელ გიორგი ბაგრატიონთან ერთად დარგო. მათივე ინფორმაციით, საშემოდგომო რგვების ფარგლებში, ჯავახეთის ქუჩაზე, მე-4 მ/რ-ში 150 ძირი კვიპაროსი, 50 ძირი მთის ნეკერჩხალი და 20 ძირი აკაცია დაირგო. ხეების სიმაღლე 3-5 მეტრია. კონტრაქტორი კომპანიები - „მწვანე სახლი“ და „მაგნოლია“, - ხე-მცენარეების მოვლა - პატრონობას 4 წლის განმავლობაში უზრუნველყოფენ. „დღეს, სამგორის რაიონში, ოლიმპიური დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მიმდინარეობს. ხეებს აქ შიდა კვარტალური რგვების ფარგლებში ვრგავთ. ღონისძიებები, მთელი ქალაქის მასშტაბით, რამდენიმე დღე გაგრძელდება და შიდა კვარტალურ ტერიტორიებსა და თარგებს სრულად გავამწვანებთ. აღნიშნული აქტივობები დედაქალაქში მიმდინარე საშემოდგომო რგვების ნაწილია“,-განაცხადა დავით ნარმანიამ. გამწვანების სეზონური ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში, 80 000 ხე - მცენარე დაირგვება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)