08:29 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-03 13:36:18, 2129 ნახვა

მსოფლიო
იტალიაში გამთენიისას 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ცენტრალურ იტალიაში გამთენიისას 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ისევ ქალაქ პერუჯადან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობდა.

მედიის ცნობით, დამატებითი ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ცნობისთვის, გასულ კვირას ცენტრალურ იტალიაში 6,6 მაგნტუდის მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. დაინგრა ასობით ნაგებობა. რეგიონში 15 ათასზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ არის დარჩენილი.

შეგახსენებთ, რომ 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა 24 აგვისტოს ღამით ცენტრალურ იტალიაში, ქალაქ პერუჯადან სამხრეთ-აღმოსავლეთით მოხდა, რის შედეგადაც 293 ადამიანი გარდაიცვალა. ეს 1980 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics