|
2016-11-03 13:20:35, 1725 ნახვა
სამართალი რეგიონი
სოფელ ზვარეში ნაცემი მუშების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა
ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებული რამდენიმე მუშის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. როგორც "ექსპრესნიუსს" რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის ხარაგაულის ფილიალის დირექტორმა ქეთევან აბრამიშვილმა განუცხადა, მათ დაზიანებები თავისა და ხელის არეში აღენიშნებოდათ. "სასწრაფო დახმარების სამსახურმა ჩვენთან 4 ნაცემი პიროვნება შემოიყვანა. მათ, თან ახლდა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი. მუშების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დაზიანებები თავისა და ხელის არეში ჰქონდათ მიყენებული", - განაცხადა ქეთევან აბრამიშვილმა. მისივე თქმით, დაშავებულები ხარაგაულის საავადმყოფოდან ქალაქ ზესტაფონის საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ისინი ჩვენგან გადაიყვანეს ქალაქ ზესტაფოში, რადგან ჩვენთან არ იყო ქირურგი, იგი შვილის ოპერაციაზე იმყოფებოდა“, - აღნიშნა აბრამიშვილმა. შეგახსენებთ, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული რამდენიმე ქართველი მუშა ჩინური კომპანიის „23 ბიუროს“ წარმომადგენლებმა სცემეს. პროფკავშირების ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)