|
2016-11-02 12:58:20, 623 ნახვა
საზოგადოება
ნარმანია განაშენიანების გეგმაზე: ხეების მოჭრის საკითხი ჯერ არ დამდგარა
დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის ბოტანიკური ბაღის ყოფილი ტერიტორიის განაშენიანების გეგმა დამატებით გამწვანებას გულისხმობს. ნარმანიას თქმით, გეგმა ბაღის ძველ ტერიტორიას საინტერესოდ განავითარებს. „გაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელზეც დედაქალაქის საკრებულომ იმსჯელა არის ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს ამ ტერიტორიის საკმაოდ საინტერესოდ განვითარებას. მათ შორის დაგეგმილია გოლფ კლუბის გაკეთება, დამატებით გამწვანდება ტერიტორია. კონკრეტული გენდროლოგიისპროექტი მომზადების სტადიაზეა და ის აუცილებლად იქნება შემოტანილი. ხეების მოჭრასთანდაკავშირებით საკითხი ჯერჯერობით არ დამდგარა,“-განაცხადა დავით ნარმანიამ. შეგახსენებთ, რომ თბილისის ბოტანიკური ბაღის ყოფილი ტერიტორიის განაშენიანების გეგმა საკრებულომ გუშინ დაამტკიცა. ცნობისთვის, მას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. ისინი ამ საკითხზე ფართო მსჯელობას ითხოვდნენ. რაც შეეხება ამ ტერიტორიაზე ხეების სავარაუდო მოჭრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, თანაინვესტირების ფონდის წარმომადგენლების მტკიცებით, მხოლოდ დაავადებული ხეები მოიჭრება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)