|
2016-11-01 16:49:03, 662 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ელჩმა საუდის არაბეთში ჯედდას სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საუდის არაბეთში, გიორგი ჯანჯღავამ ჯედდას სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელობასთან და პალატის ბორდის წევრებთან შეხვედრა გამართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარის მთავარი თემა იყო ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, რაც სამომავლოდ ითვალისწინებს ბიზნეს დელეგაციების ურთიერთგაცვლას, ერთობლივი ბიზნეს ფორუმებისა და სავაჭრო გამოფენების გამართვას. შეხვედრაზე ელჩმა ისაუბრა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე, ბიზნეს პოტენციალსა და ბოლო წლებში ქვეყნაში განხორციელებულ რეფორმებზე. მათივე ინფორმაციით, ასევე საუდის არაბეთში საქართველოს ელჩის შეხვედრა გაიმართა საუდის არაბეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალური სამმართველოს ხელმძღვანელთან, კაპიტან აბდულჰაქიმ ალ-თამიმისთან. შეხვედრის დროს მათ განიხილეს სამოქალაქო ავიაციის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)