|
2016-11-01 16:35:39, 687 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: ბევრს, ვინც „რესპუბლიკელები“ დატოვა, აქვს სურვილი, ერთად ვისაუბროთ მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაზე
ბევრს, ვინც გადაწყვიტა ”რესპუბლიკური პარტიის” დატოვება, აქვს სურვილი, ერთად ვისაუბროთ მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა "ინგა გრიგოლიას დღის ამბების" ეთერში განაცხადა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური სისტემა პოლიტიკური პარტიებისგან დაიცალა. ”პოლიტიკური ძალა აუცილებლად სჭირდება ქვეყანას, ვინაიდან პოლიტიკური სისტემა დაიცალა პოლიტიკური პარტიებისგან. მეორე მხრივ, პარლამენტი დაიცალა პოლიტიკისგან. მე ასე არ ვაპირებ, რომ წავიდე და უსუფაშვილის პარტია შევქმნა. არ არის ეს ჩემი ამოცანა და ჰობი. მე მინდა ვისაუბრო იმ ადამიანებთან, რომლებიც ხედავენ და თვლიან, რომ ვერც არსებული პარტიებით და ვერც პოლიტიკის წინა ხაზზე არსებული ადამიანებით, ჩემი ჩათვლით, წინ ვერ წავალთ როგორც საჭიროა. ძველი არის გასაფრთხილებელი, გამოსაყენებელი, მაგრამ ის ენერგია და იმ ტიპის პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც შეძლებს საქართველოში გაარღვიოს ეს მანკიერი პრაქტიკა - საქართველოში ცვლილებები ხდება მაშინ, როდესაც ვინმე “ბაზალეთის ტბიდან” ამოდის, ასე იყო გამსახურდია ამოვიდა ბაზალეთიდან, მერე შევარდნაძე ჩამოფრინდა მოსკოვის ბაზალეთიდან, მერე სააკაშვილი ამოვიდა სადღაცა ბაზალეთიდან, მერე ივანიშვილმა ამოყვინთა ურეკის ბაზალეთიდან. ახლა ვისხდეთ და ველოდოთ, სანამ ვიდრე ასეთი ამოყვინთავს და მანამდე ვიყოთ პოლიტიკური პროცესის გარეშე, თუ მართლა დავიჯეროთ ის, რომ ჩვენ ნორმალური ხალხი ვართ? ევროპული მენტალიტეტის, ნორმალური ხალხი. მე მგონია, რომ ამ ქვეყანაში არის იმაზე მეტი ხალხი, ვიდრე დღეს აქტიურ პოლიტიკაშია ჩართული იმისთვის, რომ გაჩნდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც არ იქნება მოწოდებული და მობილიზებული იმისთვის, რომ როგორმე სახელმწიფო ძალაუფლება ან მისი ნაწილი ჩაიგდოს ხელში და მეორე მხრივ, არ იქნება ისე ჩაკეტილი და შემოფარგლული თავისივე მიერ აშენებული ჯებირებით, რომლის იქითაც გაფართოება შეუძლებელია”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)