08:49 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-01 11:35:23, 1476 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა კომპანია „ისეკოს“ ახალი საწარმოო ხაზი გახსნა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. კომპანია „ისეკოს“ ახლადგარემონტებული ფლიგელი და ახალი საწარმოო ხაზი გახსნა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიამ გაფართოება სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობით შეძლო. „ისეკომ“ დაახლოებით 3 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და ახალი საწარმოო მიმართულებაზე 30-მდე ახალი მუშახელი აიყვანა.

პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი „ისეკოს“ სპეციალური ტურის ფარგლებში ეწვია, რომელშიც მონაწილეობა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, იაპონიის, ჩინეთისა და გერმანიის საელჩოებისა და საქართველოს სხვადასხვა საფინანსო კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს. ტური პირველი ვიცე-პრემიერის ინიციატივით ჩატარდა და მის მიზანს წარმოადგენდა სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ გამოცდილებისა და წარმატებების შესახებ.     

შპს „ისეკო“ ფოლადის მილებს აწარმოებს, რომლებიც, როგორც გაზისა და წყლის გაყვანილობებსა,  ასევე სამშენებლო კონსტრუქციებში გამოიყენება. კომპანიას პროდუქცია ექსპორტზე უკვე გააქვს სომხეთში, თუმცა ახლო მომავალში პროდუქციის აზერბაიჯანში ექსპორტსაც გეგმავს.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მხოლოდ იმ პერიოდში, რაც კომპანიას სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სახელმწიფო ეხმარებოდა, შპს „ისეკოს“ სახელმწიფო ბიუჯეტში 5-ჯერ მეტი გადასახადი აქვს შეტანილი და 30-მდე ახალი სამუშაო ადგილი შექმნილი. „ეს არის აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის მიზანი - ქვეყანაში შეიქმნას ახალი საწარმოები, მოხდეს ახალი მიმართულებების გენერირება, ჩანაცვლდეს იმპორტი და გაიზარდოს ექსპორტი,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საინფორმაციო ტურში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ დირექტორი ანა კვარაცხელია.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics