21:27 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 13:03:37, 705 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: 1-ელ ტურში, რატომღაც ძალიან ბევრი ბიულეტენი გაყალბდა

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარების ნახევარს შეეძლო პირველსავე ტურში გამარჯვება, თუმცა რატომღაც გაყალბდა ძალიან ბევრი ბიულეტენი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განცხადებით, ამდენი მეორე ტური მოსალოდნელი არ იყო.

„ამდენ მეორე ტურს აქვს თავის მიზეზები, მე არ ვისაუბრებ ტექნიკურ მიზეზებზე, უნდა ყოფილიყო უფრო ნაკლები მეორე ტური. ბევრი ბიულეტენი გაყალბდა თუ გაქვთ ინფორმაცია, შეგიძლიათ, დააზუსტოთ, ვინ გააყალბა და რატომ. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარების ნახევარს შეეძლო პირველსავე ტურში გამარჯვება, თუმცა რატომღაც გაყალბდა ძალიან ბევრი ბიულეტენი. ამის ოსტატები სად იყვნენ და როგორ იყვნენ, თქვენ კარგად იცით, ალბათ იქიდან მოდიოდა ესეც“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე განცხადებით, ის დაკნინებულად აფასებდა "ნაციონალურ მოძრაობას", თუმცა იცოდა, რომ მათ მეორე ადგილი უნდა აეღო.

„ჩვენ ვატარებდით კვლევებს და ვიცოდით ხალხის აზრი. „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით თითქმის ძალიან დიდი სიზუსტით გავაკეთე სტატისტიკა, რამეთუ კვლევებს ვატარებდი სტაბილურად. ერთადერთი შეიძლება გადაჭარბებულად, ამაღლებულად, უფრო სწორად დაკნინებულად ვაფასებდი „ნაციონალურ მოძრაობა“, თუმცა აქაც დაახლოებით  ვიცოდით, რომ მეორე ადგილი უნდა აეღო „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics