|
2016-10-30 11:36:23, 614 ნახვა
პოლიტიკა
ISFED: საარჩევნო უბნების გახსნისა და მოწყობის პროცესმა არსებითი ხასიათის დარღვევების გარეშე ჩაიარა
საარჩევნო უბნების გახსნისა და მოწყობის პროცესმა არსებითი ხასიათის დარღვევების გარეშე ჩაიარა, - ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" განცხადებაშია ნათქვამი. მათი ანგარიშის თანახმად, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოების 6, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის 2, წილისყრის პროცედურის დარღვევის 3 და მარკირების გარეშე ხმის მიცემის 1 შემთხვევა დაფიქსირდა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საარჩევნო უბნების გახსნისა და მოწყობის პროცესმა არსებითი ხასიათის დარღვევების გარეშე ჩაიარა. დაფიქსირდა საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოების 6, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის 2, წილისყრის პროცედურის დარღვევის 3 და მარკირების გარეშე ხმის მიცემის 1 შემთხვევა", - წერია ანგარიშში. ISFED-ის ანგარიშის თანახმად, პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისთვის მზად არ იყო საარჩევნო უბნების მხოლოდ 0.3%. "პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისთვის მზად არ იყო საარჩევნო უბნების მხოლოდ 0.3%, მაშინ როდესაც საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურზე საარჩევნო უბნების 4.2% გაიხსნა დაგვიანებით. საარჩევნო უბნების 0.3%-ზე დაირღვა წილისყრის ჩატარების წესი. საარჩევნო უბნების 99.5%-ზე მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა", - აღნიშნულია განცხადებაში. ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევენების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები: დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა • ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებულ #49.59.127 საარჩევნო უბანზე ტექნიკური მიზეზების გამო „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი ნახევარი საათის დაგვიანებით დაუშვეს. • #36 მაჟორიტარული ოლქის #18 საარჩეევნო უბანზე (მარნეული) საინფორმაციო სააგენტო ,,ოლ მედიას" წარმომადგენელს დაკვირვების უფლება შეეზღუდა, კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მოადგილე დამკვირვებელს საარჩევნო უბანზე ფოტო გადაღების უფლებას არ აძლევდნენ. საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება • სადემონსტრაციო ოქმში შესაბამისი მონაცემები არ იყო შეტანილი #60 მაჟორიტარული ოლქის #38 (ლანჩხუთი) და #66 მაჟორიტარული ოლქის (ზუგდიდი) #51 საარჩევნო უბნებზე; • #69 მაჟორიტარული ოლქის #24 საარჩევნო უბანზე (ბათუმი) საკონტროლო ფურცელი დაფიქსირებული არ არის ამომრჩევლის ხელმოწერა; • #24 მაჟორიტარული ოლქის #24 (გურჯაანი) და #69 მაჟორიტარული ოლქის #55 (ბათუმი) საარჩევნო უბნებზე საკონტროლო ფურცელში არ იყო მითითებული შევსების დრო; • #70 მაჟორიტარული ოლქის #58 საარჩევნო უბანზე (ბათუმი) საკონტოროლო ფურცელს აკლია პირველი ამომრჩევლის ხელმოწერა. წილისყრის პროცედურის დარღვევა • #70 მაჟორიტარული ოლქის #58 საარჩევნო უბანზე (ბათუმი) წილისყრის ჩატარების წესი დაირღვა, კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრატორის ფუნქცია ერთ-ერთ კომისიის წევრს წილისყრის გარეშე მიანიჭა. • #23 მაჟორიტარული ოლქის #8 (საგარეჯო) და #49 მაჟორიტარული ოლქის #91 (ქუთაისი) საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრებმა უარი თქვეს გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრების გამოსავლენ წილისყრაში მონაწილეობაზე. მარკირების შემოწმების გარეშე ხმის მიცემა • #51 მაჟორიტარული ოლქის #21 საარჩევნო უბანზე (ბაღდათი) ამომრჩეველმა ხმა მისცა მარკირების შემოწმების გარეშე. ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 10 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში წარდგენილია 9 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში - 6 საჩივარი.
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)