20:26 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-29 21:06:39, 780 ნახვა

პოლიტიკა
„კონკრეტული მოდელის გამოცხადება იმ გუნდის ლიდერის მხრიდან, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობაში მოდის, არასწორი იქნება“

კონკრეტული მოდელის გამოცხადება პრემიერ-მინისტრის, მით უმეტეს, იმ გუნდის ლიდერის მხრიდან, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობაში მოდის, ძალიან არასწორი იქნება, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა "ქრონიკის" პირდაპირ ეთერში, საარჩევნო მოდელზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, არ იყო სწორი „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წევრის მხრიდან ამ თემის გააქტიურება.

„ვფიქრობ, ისიც არასწორი იყო, რომ ჩვენი პარტიის რამდენიმე წევრმა მოახდინა ამ თემის გარკვეულად აქტივიზაცია. მაშინვე გავაკეთე განცხადება, რომ საკონსტიტუციო კომისია, რომელიც არსებობს, უნდა უზრუნველყოს საზოგადოების ძალიან ფართო ფენების ჩართულობა ასეთი საკითხების გადაწყვეტის დროს. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივიღოთ ისეთი კონსტიტუცია, რომელზეც შეთანხმდება არა მხოლოდ „ქართული ოცნება“ და საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის ჩვენი, ჩემი მიზანი. ამიტომ ვფიქრობ, რომელი ინსტიტუცია რა ადგილს დაიკავებს საქართველოს მოწყობის ახალ სისტემაში, რომელიც დამერწმუნეთ, ნამდვილად შესაცვლელია, დღეს ამის დაანონსება, კონკრეტული მოდელის გამოცხადება პრემიერ-მინისტრის, მითუმეტეს, იმ გუნდის ლიდერის მხრიდან, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობაში მოდის, ძალიან არასწორი იქნება. ეს იქნება წინასწარ  განსაზღვრა იმ საკითხის, რომელზე ჩართულობითი დიალოგის გამოცხადება იყო ჩემი ინიციატივა“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
კომპანიებმა დაიწყეს საოჯახო კალათის ფარგლებში პროდუქტების იდენტიფიცირება - რითეილ ასოციაცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics