|
2016-10-29 19:02:45, 1037 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ხიჭაურის კურსდამთავრებულთა ღონისძიებას დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხიჭაურის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ღონისძიებას დაესწრო. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხიჭაურის უნივერსიტეტს 850 კურსდამთავრებული ჰყავს. მათი გადაწყვეტილებით, ყოველი ოქტომბრის დასასრულს, უნივერსიტეტის წიაღში მსგავსი ტრადიციული ღონისძიება გაიმართება. მათივე ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს მეუღლესთან ერთად ეწვია. ზურაბ პატარაძის თქმით, ხიჭაურის უნივერსიტეტი რეგიონისა და ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საგანმანათლებლო კერას წარმოადგენს. " ეს არის არა მხოლოდ განათლების, არამედ სულიერების, განვითარების და კულტურის კერა ჩვენს მაღალმთიან აჭარაში.სომბოლურია, რომ სწორედ ზემო აჭარაში, აქ, საიდანაც დაიწყო ჩვენი ქვეყნის გაქრისტიანება, დღეს მსგავსი საგანმანათლებლო კერა ფუნქციონირებს. ეს არის სასწავლებელი, რომელშიც არა მხოლოდ ადგილობრივი ახალგაზრდები და პედაგოგები, არამედ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული სტუდენტები და ლექტორები ეწევიან საგანმანათლებლო საქმიანობას. ხიჭაურის უნივერსიტეტმა ხელი შეუწყო მუნიციპალიტეტის, მთიანი აჭარის ამ ულამაზესი ადგილის განვითარებას, რისთვისაც უდიდესი მადლიერება უნდა გმოვხატოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის მიმართ, რომლის ღვაწლითა და ლოცვა-კურთხევით შეიქმნა სულიერების ეს უმშვენიერესი კერა ჩვენს აჭარაში" - ასე მიმართა ზურაბ პატარაძემ დამსწრე საზოგადოებას და მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და ლექტორ-მასწავლებლებს რეგიონის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის. დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა ასევე მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე, სოფიო ბაკურიძე, რომელმაც ხაზი გაუსვა მომავალი თაობისათვის განათლებისა და კულტურის მნიშვნელობას, იმ უდიდეს ღვაწლს, რომელსაც უნივერისტეტი ახალგაზრდების სწორი მიმართულებით აღზრდითა და განვითარებით ახორციელებს. კურსდამთავრებულთა საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ უნივერსიტეტის რექტორი,სხალთის მთავარეპირსკოპოსი მეუფე სპირიდონი, ასევე ხულოსა და შუახევის გამგებლები, უნივერსიტეტში მოღვაწე ლექტორები, კურსდამთავრებულები და სტუდენტები. აღსანიშნავია,რომ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი ხიჭაურში 2008 წელს დაარსდა საქართველოს პატრიარქის ღვაწლითა და ლოცვა-კურთხევით. უნივერსიტეტი ახორციელებს უმაღლეს-საგანმანათლებლო 22 პროგრამასა და პროფესიული განათლების 5 პროგრამას, როგორც ამ დროისთვის უნივერსიტეტში სწავლობს 650 სტუდენტი. (NS)
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)