2016-10-29 15:12:17, 900 ნახვა
პოლიტიკა
დატოვა თუ არა დავით უსუფაშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დღის ბოლომდე გახდება ცნობილი
გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა.
ინფორმაციის გადასამოწმებლად „ექსპრესნიუსი“ პარტიის წევრებს დაუკავშირდა, თუმცა ისინი აცხადებენ, რომ აღნიშნულის თაობაზე არაფერი იციან.
ამასთან, როგორც „ექსპრესნიუსს“ პარლამენტის თავმჯდომარის პრესსამსახურში განუცხადეს, დავით უსუფაშვილი განცხადებას დღის ბოლომდე გააკეთებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან