14:55 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-29 10:40:16, 1862 ნახვა

სამართალი
შს მინისტრმა და აშშ-ს ელჩმა „სადახლოზე“ ელექტრონული მონიტორინგის სისტემის მართვის ცენტრი გახსნეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო სექტორ „სადახლოზე“ ელექტრონული მონიტორინგის სისტემის მართვის ცენტრი გახსნეს.

გახსნის ცერმონიას აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ერთობლივი საფრთხეების შემცირების დეპარტამენტის (DTRA) დირექტორი ელიზაბეტ ჯორჯი, შს მინისტრის მოადგილე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი, საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

„დღეს ჩვენ, DTRA-ს მხარდაჭერით, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე ვხსნით ელექტრონული მონიტორინგის სისტემის მართვის ცენტრს. ელექტრონული დაკვირვების სისტემის მოწყობა უნიკალური პროექტია, რომლის ტექნოლოგიურ მხარდაჭერასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უზრუნველყოფს. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მსგავსი ტიპის სამეთვალყურეო სისტემა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაინერგა. მისი მიზანია საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერება და გაუმჯობესებული კონტროლი, რაც, თავის მხრივ, ტრანსსასაზღვრო დანაშაულისა და უკანონო მიგრაციის შემთხვევების გამოვლენას და აღკვეთას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ღონისძიებაზე გიორგი მღებრიშვილმა.

მართვის ცენტრის მოწყობა DTRA-ს მიერ დაფინანსებული მწვანე საზღვრის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნული პროექტის მიზანია სასაზღვრო სექტორებისა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიური სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარება, ასევე, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების თანამედროვე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით აღჭურვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics