|
2016-10-28 16:25:26, 742 ნახვა
პოლიტიკა
შალვა კიკნაველიძემ ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლებს მეტალურგის დღე მიულოცა
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 83 წლისთავი აღნიშნეს. შეხვედრას ქარხნის ხელმძღვანელობის მიწვევით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე და მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე ესწრებოდნენ. 1933 წლის 30 ოქტომბერს პირველად მოხდა მარგანეცის მოპოვება. ამ დღესთან დაკავშირებით ფეროს დამსახურებულ თანამშრომლებს ხელმძღვანელების მხრიდან საჩუქრები გადაეცათ. ქარხნის დირექტორმა ვასილ გერეგამ ბოლო წლებში განხორციელებულ ტექნოლოგიურ განახლებაზე ისაუბრა, რომელიც გარემოს ეკოლოგიური დაბინძურების შემცირების კუთხით განხორციელდა. მისი განცხადებით განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ე.წ. ფილტრების მონტაჟს, რათა ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. „ჩვენ აღვადგინეთ და მოდერნიზაცია განვახორციელეთ ქარხნის მანქანა-დანადგარების. ასევე მოვახდინეთ ფილტრების მონტაჟი და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, რათა შევქმნათ უკეთესი სამუშაო პირობები და გავაუმჯობესოთ ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა“ - განაცხადა ქარხნის დირექტორმა ვასილ გერეგამ. ზესტაფონის მაჟორიტარმა კანდიდატმა შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას მეტალურგის დღე მიულოცა და მათი საქმიანობის მნიშნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „პირველ რიგში ვულოცავ ყველა მეტალურგს პროფესიულ დღეს. ისინი ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ემსახურებიან და მაქსიმალურად უწყობენ ხელს ჩვენი რაიონის და ქვეყნის განვითარებას. ძლიერი ბიზნესი, ეს არის ძლიერი ეკონომიკა, რაც ძლიერი ქვეყნის გარანტია“ - განაცხადა ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ. დღეს ასევე ხელი მოეწერა მემორანდუმს კვლევით ინსტიტუტსა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას შორის, რომელიც ითვლისწინებს თანამშრომლობას დარგის განვითარების კუთხით. (NS)
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)