13:13 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 11:44:04, 469 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტრო საინფორმაციო კამპანიას - „ეს მარტივია - იზრუნე გარემოზე“ აგრძელებს

გარემოს დაცვის სამინისტრო ნარჩენების კოდექსის ფარგლებში საინფორმაციო კამპანიას „ ეს მარტივია - იზრუნე გარემოზე“ აგრძელებს.

უწყების ცნობით, საინფორმაციო აქცია ქვემო ქართლსა და კახეთის რეგიონებში გაიმართა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა ზვიად ჩიხლაძემ, ნარჩენების კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა რუსთავის და თელავის მოსახლეობას თავად გააცნო და  საინფორმაციო ბუკლეტები  გადასცა. 

ცნობისთვის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში მოქმედებს ცხელი ხაზი - 153. მოქალაქეებს საშუალება აქვთ გარემოს დანაგვიანების ფაქტის დაფიქსირებისას ცხელი ხაზზე შეტყობინება დატოვონ, რაზეც დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების ჯგუფი დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს.

ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ახალი რეგულაციები  ძალაში მიმდინარე წლის 15 იანვრიდან შევიდა. ჯარიმების ოდენობა   80-დან 5000 ლარამდე მერყეობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics