18:43 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-27 12:58:51, 666 ნახვა

საზოგადოება
აგრარული პროდუქციის ბრენდირების საკითხებს კონფერენციაზე - „ბრენდინგის სტრატეგიები“ განიხილავენ

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ კონფერენციის „ბრენდინგის სტრატეგიები“ მონაწილეებს მისასლამებელი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ  ქართული აგრარული პროდუქცია სულ უფრო მეტად მოთხოვნადია საერთაშორისო ბაზრებზე, რაც ფერმერებისა და მეწარმეებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. 

ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. 

მათივე ინფორმაციით,  კონფერენციის, რომლიც 27 ოქტომბერს გაიხსნა და ორი დღე გაგრძელდება, მიზანია ქართველი მეწარმეები და ფერმერები გაეცნონ გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული პროდუქციის უპირატესობებს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ბაზარზე. კონფერენციის ორგანიზატორია საქპატენტი და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO).

„ჩვენ წინსვლა შევძელით სრულიად ახალ მოცემულობაში, იმ ახალი რეალობისა და გამოწვევების დროს, რომელთა წინაშეც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ დადგა ჩვენი ქვეყანა. შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის, სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმატებით ახორცილებს უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებს, რომლის შედეგადაც მოხდა ბაზრების დივერსიფიკაცია. საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, მარკეტინგულ აქტივობებს ვახორციელებთ; გაზრდილია ქართული პროდუქციის ცნობადობაც. მიმდინარეობს მუშაობა აგრარული პროდუქციის ბრენდირების მიმართულებით, რადგან მოგეხსენებათ, ბრენდინგი წარმატებული მარკეტინგის  მნიშვნელოვანი ნაწილია“, - განაცხადა გიორგი ჩხეიძემ.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics