05:58 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-26 14:43:33, 1684 ნახვა

ეკონომიკა
“თიბისი ჯგუფმა” სადაზღვევო კომპანია “კოპენბური” შეისყიდა

“თიბისი ჯგუფი” სადაზღვევო კომპანია ''კოპენბურის'' მფლობელია. კოპმანიის 100%-იანი წილის შესყიდვასთან დაკავშირებით, ხელშეკრულებას დღეს მოეწერა ხელი.

აღნიშნული გადაწყვეტილება ჯგუფმა ფინანსური მომსახურების დივერსიფიკაციისა და მრავალფეროვანი პღოდუქტების შეთავაზების სტრატეგიიდან გამომდინარე მიიღო.

მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ''კოპენბურის'' რებრენდინგი განხორციელდება და უკვე ახალი წლიდან თიბისი ბანკის მომხმარებლებს შეეძლებათ ისარგებლონ ახალი სახელით მოქმედი სადაზღვევო კომპანიის პროდუქტებით.

''კოპენბური'' ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და ფოკუსურებულია ავტომობილების დაზღვევაზე.მას ავტოდაზღვევის ბაზარზე 9% უჭირავს.(2016 წლის 30 ივნისის მონაცემებით).

თიბისი ბანკის ჯგუფის მიერ ''კოპენბურის'' შესყიდვის შემდეგ, ახალი სადაზღვევო კომპანია გახდება თიბისი ბანკის მთავარი პარტნიორი დაზღვევის მიმართულებით. ასევე თიბისი ბანკის ჯგუფი აპირებს, რომ გააფართოვოს სადაზღვევო მომსახურების სპექტრი და შეთავაზებულ პროდუქტებს დაამატოს ახალი სადაზღვევო პროდუქტები   -მოგზაურობის დაზღვევა, უბედური შემთხვევის, საკრედიტო ხაზის, სიცოცხლის, ბიზნესსაკუთრების,სესხის დაზღვევა და სხვა.

ახალი სადაზღვევო კომპანია ძირითადად საცალო ბაზარზე იქნება ორიენტირებული და აქცენტს ფიზიკური პირების მომსახურებაზე გააკეთებს. საშუალოვადიან პერიოდში ჯგუფი გეგმავს სადაზღვევო ბაზრის 25%-ის ათვისებას. პირველადი ინვესტიციის თანხა 8 მილიონი ლარია, რომელიც კომპანიის კაპიტალის შევსებას და ტექნოლოგიურ განვითარებას მოხმარდება.

ახალ სადაზღვევო კომპანიას უხელმძღვანელებს ამ სფეროში გამოცდილ პროფესიონალთა გუნდი - პაატა ღაძაძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე და დავით კიღურაძე, რომელსაც წლების განმავლობაში თიბისი ბანკის შვილობილი კომპანიების დირექტორის პოზიცია ეკავა საქართველოსა და აზერბაიჯანში. მათ ასევე საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მართვის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ.  

„ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებით, პირველ რიგში, ისარგებლებს ჩვენი მომხმარებელი, რომელსაც შევთავაზებთ კომპლექსურ სადაზღვევო პროდუქტებს. მომსახურება განხორციელდება მომხმარებლისთვის ყველაზე კომფორტული ფორმით, უმოკლეს დროში და გამარტივებული პროცედურით. ზოგადად, „კოპენბურის" შესყიდვა სრულად შეესაბამება თიბისი ბანკის ჯგუფის სტრატეგიას, რომ გააფართოვოს ფინანსური მომსახურების არეალი და ამავე დროს, კომპანია კიდევ უფრო მიმზიდველი გახადოს ინვესტორებისთვის", - აცხადებს პაატა ღაძაძე.

ცნობისთვის, ''კოპენბურში'' ამ დროისთვის 100 მდე დასაქმებულია და ისინი მუშაობას უკვე ახალი ბრენდის ქვეშ მოქმედ კომპანიაში გააგრძელებენ.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics