|
2016-10-26 13:01:28, 2079 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
პრემიერი: მსოფლიო ბანკის რეიტინგში 7-საფეხურიანი ნახტომი, ნებისმიერი ინვესტორისთვის მნიშვნელოვანი იქნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მსოფლიო ბანკის რეიტინგში 7-საფეხურიანი ნახტომი ნებისმიერი ინვესტორისთვის მნიშვნელოვანი იქნება. "მსოფლიო ბანკის რეიტინგში ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. ფაქტობრივად, შვიდი საფეხურით აიწია საქართველომ, 23-ე ადგილიდან მე-16 ადგილზე ბიზნესის კეთების მსოფლიო რეიტინგში. ეს არის მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი, ძალიან მნიშნელოვანი ცვლილება, ვინაიდან საქართველო შედის წამყვან ქვეყნებში. 7-საფეხურიანი ცვლილება ერთი წლის განმავლობაში არის მნიშვნელოვანი, დადებითი ნახტომი ამ მიმართულებით, ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება ნებისმიერი ინვესტორისათვის, რომელიც საქართველოში ინვესტირებას ფიქრობს ", - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)