|
2016-10-26 13:00:43, 1381 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: სამინისტროების მიმართულებით გარკვეული ცვლილებები გამორიცხული არ არის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის არ გამორიცხავს, სამინისტროების მიმართულებით გარკვეული ცვლილებების განხორციელებას. როგორც პრემიერმა განმარტა, აღნიშნულ საკიტხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. "ეკონომიკური პროფილის სამინისტროების გაერთიანება არ იგეგმება. ჯობია, რომ დავიცადოთ, რადგან ეს არჩევნების ეპოპეა უნდა დასრულდეს. ჯერ კიდევ 30-ში არის მეორე ტური და სხვათა შორის მინდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ იცოდეს, რომ არჩევნები არ დასრულებულა, ძალიან მნიშვნელოვანი მეორე ტური გვაქვს 30 ოქტომბერს. შემდგომ იქნება გარკვეული პერიოდი, რათა პარლამენტში წარსდგეს უკვე მთავრობა და არ არის გამორიცხული გარკვეული ცვლილებები რა თქმა უნდა, სამინისტროების მიმართულებითაც. ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების შერწყმა არ იგეგმება, მაგრამ გარკვეული პატარა ცვლილებები იქნება. ვაგრძელებთ ჩვენ კონსულტაციებს მინისტრთა კაბინეტთან და ამაზე შეიტყობთ, როცა ამის დრო იქნება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)