05:57 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-26 09:47:36, 1350 ნახვა

ეკონომიკა
შეიცვლება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პროცენტი, დღეს გახდება ცნობილი

დღეს გახდება ცნობილი, შეიცვლება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პროცენტი.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა დღეს გაიმართება, რომელზეც რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომაზე, რომელიც 7 სექტემბერს გაიმართა,  სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 6.5%-მდე შეამცირა.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტეს, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვით ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დასაახლოებლად საჭირო იყო გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის პროცესის გაგრძელება. ამასთან, სებ-ში აღნიშნეს, რომ პროგნოზის შესაბამისად, სხვა თანაბარ პირობებში მოსალოდნელია, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საშუალო¬ვადიან პერიოდში 6 პროცენტამდე შემცირდეს.

მათივე განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის  შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება ეკონომიკაში მიმდინარე პროცესზე, საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკების შესაძლო რეალიზაციასა და სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან საქართველოს ეკონომიკაზე შოკების გადმოცემის სიდიდეზე.

ცნობისთვის, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება პროცენტის კლებას იწვევს იმ სესხებზე, რომელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. ”საზოგადოებისა და ბანკების” ინფორმაციით, 7 სექტემბერის გადაწყვეტილების შემდეგ, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 17642 მომხმარებელს შეუმცირდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics