18:24 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-25 15:40:33, 652 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის აზრით, კარგი იქნება, თუ მე-9 მოწვევის პარლამენტი დასაქმებულთა უსაფრთხოების საკითხზე იმუშავებს

პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, სამუშაო ადგილებზე დასაქმებულების უსაფრთხოება, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. 

როგორც მიშველაძემ „ექსპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამ თემასთან დაკავშირებით,  პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე  აქტიურად მუშაობდა. პრეზიდენტის პოზიციაა, რომ კარგი იქნება, თუკი მე-9 მოწვევის პარლამენტი  შრომის უსაფრთხოების დაცვის  კუთხით იმუშავებს:

„ზოგადად, დასაქმებულების უსაფრთხოება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და, რა თქმა უნდა,  ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის. ამასთან დაკავშირებით, ძალიან აქტიურად იყო პროცესში ჩართული პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე და ის, რაზეც გააკეთეთ თქვენ მინიშნება,  ძალიან კარგი იქნება, თუ ამ საკითხს მიექცევა მეტი ყურადღება, თუ  უფრო მეტად იქნება დაცული კანონმდებლობა და თუ ამაზე იზრუნებს მე-9 მოწვევის პარლამენტი“,-აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2011-2015 წლებში საწარმოო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 212 და დაშავდა 691 დასაქმებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics