|
2016-10-25 13:50:16, 1285 ნახვა
კომენტარი
ჯეჯელავა: სამინისტროების შემცირების მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები გასატარებელი არ არის
საქართველოს განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მთავრობაში კონკრეტულ ცვლილებებზე საუბარი არ არის. როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, გადამხდელების თანხები მაქსიმალურად ოპტიმალურად იქნას დახარჯული. "მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება პარლამენტის ახალ შემადგენლობას, ეს ფაქტია. რაც შეეხება კონკრეტულ ცვლილებებს, ჯერ ამაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა როგორც ვიცი, პრემიერი და მისი გუნდი მუშაობს ამ მიმართულებით. ასევე საუბარია მთავრობის ოპტიმალური სტრუქტურის შესახებაც. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი გადამხდელების თანხები მაქსიმალურად ოპტიმალურად იქნას დახარჯული. ვფიქრობ, რომ თითოეულ უწყებაში შიგნითაც საჭიროა ამის მუდმივი გადახედვა, მათ შორის - ჩვენთანაც", - განაცხადა ჯეჯელავამ. რაც შეეხება სამინისტროების რაოდენობის შემცირებას, როგორც ჯეჯელავა მიიჩნევს, ამ მხრივ მნიშვენლოვანი ცვლილებები გასატარებელი არ არის. "ჩვენ ვიცით ქვეყნები, სადაც ჩვენზე მეტი სამინისტროც არის და სადაც ჩვენზე ნაკლები სამინისტროა. თუმცა არ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებებია ამ მხრივ საჭიროა. შესაძლებელია, ცალკეულ შემთხვევებში იყოს ოპტიმიზაცია, თუმცა მუშაობის ტემპის დარღვევის გარეშე", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)