|
2016-10-24 17:25:02, 1347 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე: საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაკარგული ილია თაყაძე ცხინვალში იმყოფება
საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაკარგული ილია თაყაძე ცხინვალში იმყოფება. ჯანელიძეს თქმით, ოჯახი უკვე ინფორმირებულია და მის გასათავისუფლებლად მუშაობა მიმდინარეობს. ”პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ, გატაცებების სერია გრძელდება. ჩვენ შესაბამისი ფორმატები ავამუშავეთ, ამოქმედდა ცხელი ხაზი. უკვე დადგენილია რომ ის იმყოფება ცხინვალში. ოჯახი უკვე ინფორმირებულია და მიმდინარეობს მუშაობა რომ მოხდეს მისი გათავისუფლება," - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ ჯანელიძემ. შეგახსენებთ, რომ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მკვიდრი, ილია თაყაძე დღეს დააკავეს. თაყაძის აყვანა იმ დროს მოხდა, როდესაც იგი ე.წ. საზღვრის სიახლოვეს პირუტყვს მწყემსავდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)