|
2016-10-24 16:58:52, 1581 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე უშიშროების საბჭოს ახალ მდივანზე: ამ პირზე პასუხისმგებლობას პრეზიდენტი იღებს
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მონანა კობახიძე უშიშროების საბჭოს ახალ მდივანს პოსტზე დანიშვნას ულოცავს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, დავით რაქვიაშვილს არ იცნობს, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ ის ქვეყნის უშიშროების საკითხებში ერკვევა. „პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ალბათ მისი ბიოგრაფიის, მისი გამოცდილების, მისი წარსულის შედეგია. მე ვერ გეტყვით, მას არ ვიცნობ, თუმცა ალბათ შესაბამისად თავისი ცოდნით, თუ გამოცდილებით ერკვევა ქვეყნის უშიშროების ძალიან მნიშვნელოვან საკითხებში. რაც ქვეყნის უშიშროებას, მის თავდაცვისუნარიანობას ეხება და რაც ამ ორგანოს საქმიანობას და კომპეტენციებს ეხება. ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილება, ეს მისი გადასაწყვეტია და რა თქმა უნდა ამ პირზეც პასუხისმგებლობას პრეზიდენტი იღებს“,- განაცხადა მანანა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს მდივნად დავით რაქვიაშვილი დანიშნა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)