|
2016-10-24 10:58:38, 1413 ნახვა
კომენტარი სამხედრო
სერგეენკოს ინფორმაციით, 3 სამხედრო მოსამსახურე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, დაშავებული სამხედროებიდან 3 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება: „საყურადღებო რჩება სამი პაციენტის მდგომარეობა. საბედნიეროდ მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ იმისათვის, რომ შემდგომი გართულებები იქნას თავიდან აცილებული, ისინი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებენ“,-განაცხადა დავით სერგეენკომ. ავტოსაგზაო შემთხვევა 21 ოქტომბერს, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის ავტომაგისტრალზე მოხდა. შემთხვევის შედეგად ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები დაშავდნენ, ერთი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა. სამხედრო პოლიციის საგამოძიებო ჯგუფმა და თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)