13:23 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-22 15:42:02, 1718 ნახვა

სამართალი
კანონის უზენაესობის მსოფლიო ინდექსში საქართველოს მაჩვენებლები გაუარესდა

კანონის უზენაესობის მსოფლიო ინდექსში საქართველოს მაჩვენებლები შარშანდელთან შედარებით გაუარესდა, თუმცა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში კვლავ მოწინავე პოზიციები უკავია, - ამის შესახებ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის” (WJP) მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 113 ქვეყანას შორის, საქართველომ 34-ე ადგილი დაიკავა.

კანონის უზენაესობის 2016 წლის ინდექსი, რომლის მიხედვით, საქართველომ, 113 ქვეყანას შორის 34-ე ადგილი დაიკავა. შარშან, ანალოგიურ ინდექსში საქართველოს, 102 ქვეყანას შორის 29–ე ადგილი ეკავა.

ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიაში, კანონის უზენაესობის კუთხით საქართველოს პოზიცია ყველაზე მაღალია.

კანონის უზენაესობის ინდექსის შედგენისას, ისეთი კრიტერიუმები გაითვალისწინეს, როგორიცაა სახელისუფლებო ინსტიტუტების უფლებამოსილების შეზღუდვა, კორუფციის არარსებობის დონე, მთავრობის ღიაობა, ფუნდამენტალური უფლებების დაცვა, წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა, სამოქალაქო მართლმსაჯულება და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებლები კორუფციის არარსებობის კუთხით აქვს, ხოლო ყველაზე დაბალი, სახელისუფლებო ინსტიტუტების უფლებამოსილების შეზღუდვის კუთხით და ფუნდამენტალური უფლებების დაცვისა.

როგორც WJP-ს ანგარიშშია ნათქვამი, კანონის უზენაესობის მსოფლიო ინდექსში თურქეთი 99-ე ადგილს, მოლდოვა 77-ს, უკრაინა 78-ს, ბელარუსი 57-ს, რუსეთი კი 92-ე ადგილს იკავებენ. .

პირველ ადგილს დანია იკავებს, ბოლოს კი ვენესუელა





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics